დადგა პრეზენტაციის დღეც, ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორ წარვდგებოდი აუდიტორიის წინაშე. ვფიქრობ, რომ ჩემი პროექტი საინტერესო გამოვიდა, თუმცა წარმოდგენილი ნაშრომებიდან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ხათუნა ქუმელაშვილისა და ეკატერინე გორგაძის ნამუშევრებმა.
მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუშობის პროცესში.
Sunday, November 10, 2013
Saturday, November 9, 2013
მერვე დღის რეფლექსია
დღეს დრო სწრაფად გაიპარა. თავი მივუყარეთ აქამდე მიღებულ ცოდნას და ...რა არ გვისწავლია?! ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, გუგლდრაივში შევიმუშავეთ კითხვარი, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას გამოკითხვების ჩატარების დროს.
პროექტის პრეზენტაციაში ჩავსვით დოკუმენტები.
ხვალ პრეზენტაციაა!!!! ვნერვიულობ!
პროექტის პრეზენტაციაში ჩავსვით დოკუმენტები.
ხვალ პრეზენტაციაა!!!! ვნერვიულობ!
Sunday, November 3, 2013
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღესაც საინტერესოდ ვიმუშავეთ. ერთმანეთს გავუცვალეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრების რუბრიკა და გავაკეთეთ კომენტარები. ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. ვისწავლეთ, თუ როგორ დავეხმარით ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშობისას, ამისათვის შევქმენით პრეზენტაციის შამბლონი. აგრეთვე ვიმუშვეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გაჯეტებისა და პეიჯების შექმნა. ნინო! დიდი მადლობა! შენი დამსახურებაა, რომ ტრენინგზე მიხარია მოსვლა!
Saturday, November 2, 2013
მეექვსე დღის რეფლექსია
გავიარეთ მეხუთე მოდული. ხალისიანი და საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევრებზე კომენტარების გაკეთება, რათა დავეხმაროთ პრეზენტაციის უკეთ წარმოდგენაში. შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ვიდეოების ატვირთვა, პროექტის დიზაინის შეცვლა,სლაიდებში გუგლ დრაივში ვიდეოების ატვირთვა . დიდი მადლობა ნინო! არაჩვეულებრივი ტრენერი ხარ.
Subscribe to:
Posts (Atom)