Sunday, November 10, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დადგა პრეზენტაციის დღეც, ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორ წარვდგებოდი აუდიტორიის წინაშე. ვფიქრობ, რომ ჩემი პროექტი საინტერესო გამოვიდა, თუმცა წარმოდგენილი ნაშრომებიდან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ხათუნა ქუმელაშვილისა და ეკატერინე გორგაძის ნამუშევრებმა.

მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუშობის პროცესში.

Saturday, November 9, 2013

მერვე დღის რეფლექსია

     დღეს დრო სწრაფად გაიპარა. თავი მივუყარეთ აქამდე მიღებულ ცოდნას და ...რა არ გვისწავლია?! ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, გუგლდრაივში შევიმუშავეთ კითხვარი, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას გამოკითხვების ჩატარების დროს.
პროექტის პრეზენტაციაში ჩავსვით დოკუმენტები.
ხვალ პრეზენტაციაა!!!! ვნერვიულობ!

Sunday, November 3, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღესაც საინტერესოდ ვიმუშავეთ. ერთმანეთს გავუცვალეთ მოსწავლეთა  სავარაუდო ნამუშევრების რუბრიკა და გავაკეთეთ კომენტარები. ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. ვისწავლეთ, თუ როგორ დავეხმარით ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშობისას, ამისათვის შევქმენით პრეზენტაციის შამბლონი. აგრეთვე ვიმუშვეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გაჯეტებისა და პეიჯების შექმნა. ნინო! დიდი მადლობა! შენი დამსახურებაა, რომ ტრენინგზე მიხარია მოსვლა!

Saturday, November 2, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

    გავიარეთ მეხუთე მოდული. ხალისიანი და საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევრებზე კომენტარების გაკეთება, რათა დავეხმაროთ პრეზენტაციის უკეთ წარმოდგენაში. შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ვიდეოების ატვირთვა, პროექტის დიზაინის შეცვლა,სლაიდებში გუგლ დრაივში ვიდეოების ატვირთვა . დიდი მადლობა ნინო! არაჩვეულებრივი ტრენერი ხარ.

აბო თბილელის წამება

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, October 26, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

უაღრესად დატვირთული დღე იყო. გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.გავეცანით საავტორო უფლებებს, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი. სავარაუდო ნამუშევრის შექმნა დამეხმარება მომავალში ზუსტად განვსაზღვრო მოსწავლეთა საჭიროებები და სწორად მოვახდინო მიზნების ფორმურირება. გავეცანით საავტორო უფლებებს,ციტირების დოკუმენტებს. 

Sunday, October 20, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგი დღეს განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაოებით, გავეცანით საშინაო დავალებებს. განვიხილეთ მეორე მოდულის მეოთხე და მეხუთე აქტივობები.შევადგინეთ შფასების გეგმა, შევარჩიეთ ის მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებ მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. შევადგინეთ პორთფოლიოს პრეზენტაცია.
ნამუშევრით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა.

პორთფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, October 19, 2013

ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები

ზოგადი:                                                                                             რატომ იცვლის ადამიანი რელიგიას?                                                                                                                                                                                                                                
თემატური:                                                                                   როგორ აიძულებს ეპოქა ადამიანს, შეიცვალოს სარწმუნოება?

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველებისათვის აბოს მიერ რჯულის შეცვლა?                                                                                                                                                                         შინაარსობრივი:                                                                           რომელ საუკუნეში აწამეს აბო?
ჩამოთვალეთ სასწაულები, რომლებიც გამოვლინდა აბოს სიკვდილის შემდეგ?
რომელი მხატვრული ხერხებია გამოყენებული?

მესამე დღის რეფლექსია

 დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. შევისწავლეთ  ზოგადი ,თემატური და  შინაარსობრივი კითხვების სწორად დასმა. გავეცანით მეორე მოდულის  პირველსა და მეორე აქტივობას. ჩემი პროექტისთვის ავირჩიე ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტი და დავისახე მიზნები.
ვიმუშავეთ გუგლ_დრაივში.

Tuesday, October 15, 2013

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელმა ტრენინგმა  დამარწმუნა , რომ ნიჭიერი და საინტერესო კოლეგებით ვარ გარემოცული. ერთმანეთს გავუზიარეთ ,საპროექტო იდეები, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების ტექნოლოგიას,გამოცემის შაბლონების შექმნას,როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი თემა. გამზადებული ბროშურებიდან ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი და გავაკეთეთ ჩვენი საპროექტო იდეის მონახაზი. მივიღეთ დავალება:ვნახავთ სტანდარტს, 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს, ჩამოვაყალიბებთ მიზნებსა და ამოცანებს,მოვახდენთ შეფასებას და ჩამოვთვლით აქტივობებს.                                                                                          ჩემო ნინო! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეჩქარება ამ დავალების შესრულება! დიდი მადლობა!

პირველი დღის რეფლექსია

უდიდესი შინაგანი მღელვარებით ველოდი დღევანდელ ტრენინგს. ვიცოდი, რომ უამრავი სიახლე მელოდა, არც შევმცდარვარ, საფუძვლიანად გავეცანით პროექტს ,,რომეო და ჯულიეტა'', გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, შევქმენით ელექტრონული საქაღალდე და ა.შ.  
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს,. ნინო კაჟაშვილს.რომ არა ის მე ალბათ არ მექნებოდა ამ ტრენინგზე დასწრების გამბედაობა.             

Sunday, October 13, 2013

იოანე საბანისძე „აბო თბილელის წამება“

ვფიქრობ, ეს თემა მარადიულია. რა თქმა უნდა ამ საკითხზე არაერთხელ მიმუშავია, მაგრამ ახლა სულ სხვა მოლოდინი მაქვს. მაინტერესებს ტრენინგებზე    ნასწავლი ტექნოლოგიები რამდენად დამეხმარება ჩანაფიქრის განხორციელებაში.ჩემთვის ისიც მნიშვნელობანია,თუ რამდენად შევძლებ ყოველივეს გათვალისწიებით ჩემს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებას.