Sunday, November 10, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დადგა პრეზენტაციის დღეც, ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორ წარვდგებოდი აუდიტორიის წინაშე. ვფიქრობ, რომ ჩემი პროექტი საინტერესო გამოვიდა, თუმცა წარმოდგენილი ნაშრომებიდან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ხათუნა ქუმელაშვილისა და ეკატერინე გორგაძის ნამუშევრებმა.

მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუშობის პროცესში.

Saturday, November 9, 2013

მერვე დღის რეფლექსია

     დღეს დრო სწრაფად გაიპარა. თავი მივუყარეთ აქამდე მიღებულ ცოდნას და ...რა არ გვისწავლია?! ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, გუგლდრაივში შევიმუშავეთ კითხვარი, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას გამოკითხვების ჩატარების დროს.
პროექტის პრეზენტაციაში ჩავსვით დოკუმენტები.
ხვალ პრეზენტაციაა!!!! ვნერვიულობ!

Sunday, November 3, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღესაც საინტერესოდ ვიმუშავეთ. ერთმანეთს გავუცვალეთ მოსწავლეთა  სავარაუდო ნამუშევრების რუბრიკა და გავაკეთეთ კომენტარები. ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. ვისწავლეთ, თუ როგორ დავეხმარით ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშობისას, ამისათვის შევქმენით პრეზენტაციის შამბლონი. აგრეთვე ვიმუშვეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გაჯეტებისა და პეიჯების შექმნა. ნინო! დიდი მადლობა! შენი დამსახურებაა, რომ ტრენინგზე მიხარია მოსვლა!

Saturday, November 2, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

    გავიარეთ მეხუთე მოდული. ხალისიანი და საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევრებზე კომენტარების გაკეთება, რათა დავეხმაროთ პრეზენტაციის უკეთ წარმოდგენაში. შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ვიდეოების ატვირთვა, პროექტის დიზაინის შეცვლა,სლაიდებში გუგლ დრაივში ვიდეოების ატვირთვა . დიდი მადლობა ნინო! არაჩვეულებრივი ტრენერი ხარ.

აბო თბილელის წამება

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, October 26, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

უაღრესად დატვირთული დღე იყო. გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.გავეცანით საავტორო უფლებებს, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი. სავარაუდო ნამუშევრის შექმნა დამეხმარება მომავალში ზუსტად განვსაზღვრო მოსწავლეთა საჭიროებები და სწორად მოვახდინო მიზნების ფორმურირება. გავეცანით საავტორო უფლებებს,ციტირების დოკუმენტებს.