Tuesday, October 15, 2013

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელმა ტრენინგმა  დამარწმუნა , რომ ნიჭიერი და საინტერესო კოლეგებით ვარ გარემოცული. ერთმანეთს გავუზიარეთ ,საპროექტო იდეები, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების ტექნოლოგიას,გამოცემის შაბლონების შექმნას,როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი თემა. გამზადებული ბროშურებიდან ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი და გავაკეთეთ ჩვენი საპროექტო იდეის მონახაზი. მივიღეთ დავალება:ვნახავთ სტანდარტს, 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს, ჩამოვაყალიბებთ მიზნებსა და ამოცანებს,მოვახდენთ შეფასებას და ჩამოვთვლით აქტივობებს.                                                                                          ჩემო ნინო! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეჩქარება ამ დავალების შესრულება! დიდი მადლობა!

No comments:

Post a Comment